კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს ოფიციალურ ვებგვერდზე.

საადვოკატო საქმიანობა დიდი პასუხისმგებლობაა კლიენტის ინტერესების, მისი არჩევანისა და მიზნის მიმართ.

წარმატებას არ ქმნის მხოლოდ გამოცდილება.

როდესაც საქმე სიამოვნებას განიჭებს, ჩნდება უპირატესობა, რომელიც რეალურად განსაზღვრავს შედეგს.

თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია არა ფორმალური პროცესი, არამედ შედეგი – ჩვენ საერთო ენას მარტივად ვიპოვით.

ადვოკატთა საქმიანობა დავიწყე უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე.

ვარ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის და სხვა არაერთი ორგანიზაციის დამფუძნებელი.

2017 წლიდან 2025 წლამდე არჩეული ვიყავი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრად, ხოლო შემდგომ — თავმჯდომარედ. ამ პერიოდში ჩემი საქმიანობა დაკავშირებული იყო პროფესიული სტანდარტების დამკვიდრებასთან, ეთიკური ნორმების დაცვასა და ადვოკატთა საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესებასთან.

პროფესიული საქმიანობის პარალელურად ვმუშაობდი სხვადასხვა ორგანიზაციაში იურისტის პოზიციაზე და ვეწევი პედაგოგიურ საქმიანობასაც, რაც მაძლევს პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების და ჩემი პროფესიული ხედვის გაღრმავების შესაძლებლობას

კარიერის საწყის ეტაპზე ვმუშაობდი სისხლის სამართლის მიმართულებითაც, თუმცა პარალელურად აქტიურად ვმონაწილეობდი საოჯახო დავებში.

ვარ ერთ-ერთი პირველი ადვოკატი საქართველოში, რომელმაც დავნერგე ვიწრო სპეციალიზაციის მიდგომა და შეგნებულად გავაკეთე არჩევანი საოჯახო კატეგორიის საქმეებზე. ეს გადაწყვეტილება განპირობებული იყო იმით, რომ აღნიშნული დავები არ ეხება მხოლოდ სამართალს. ის ეხება ადამიანურ ურთიერთობებს, მეუღლეთა შორის კონფლიქტს, ბავშვების ინტერესებს და იმ სენსიტიურ გარემოს, რომელიც მოითხოვს როგორც მაღალი კვალიფიკაციის, ისე სიღრმისეული ანალიზის უნარს.

დღეს ჩემი პრაქტიკა მოიცავს განქორწინების, მეურვეობის, ქონებრივი დავებისა და ბავშვების ინტერესებთან დაკავშირებულ საქმეებს. თითოეულ საქმეს ვუდგები ინდივიდუალურად და ვქმნი კონკრეტულ სტრატეგიას, რომელიც მაქსიმალურად იცავს კლიენტის ინტერესებს.

ჩემი პროფესიული მიდგომა ეფუძნება სიზუსტეს, ანალიზს და პასუხისმგებლობას, იმ რწმენით, რომ თითოეული საქმე უნიკალურია და მოითხოვს არა შაბლონურ, არამედ გააზრებულ და მიზანმიმართულ გადაწყვეტას.

წიგნების სამყაროში ოჯახზე, ქორწინებაზე და განქორწინებაზე ბევრი ნიმუში მოიძებნება. არსებობს არაერთი ქართული ან თარგმნილი ფსიქოლოგიური ლიტერატურა, თვითდახმარების წიგნები, იურიდიული ტესტები და სამეცნიერო კომენტარები.ეს წიგნი წარმოადგენს ჩემი მრავალწლიანი პრაქტიკის, დაკვირვებების და შთაბეჭდილებების პირველ მცირე ილუსტრაციას. აქ მოყვანილი საქმეები, სიტუაციები დაა პერსონაჟები არ არის გამოგონილი, თუმცა წარმოდგენილია სახეცვლილი და კონფიდენციალობის სრული დაცვით.