საქორწილო ხელშეკრულება
ურთიერთობის დაგეგმვა პასუხისმგებლობით
ქორწინება წარმოშობს მნიშვნელოვან სამართლებრივ და ქონებრივ შედეგებს, რომლებიც მეუღლეების უფლებებსა და ვალდებულებებს განსაზღვრავს როგორც ქორწინების პერიოდში, ისე მისი დასრულების შემთხვევაში.
სწორედ ამიტომ, თანამედროვე სამართლებრივი პრაქტიკა მეუღლეებს აძლევს შესაძლებლობას, წინასწარ დაარეგულირონ ქონებრივი ურთიერთობები საქორწინო ხელშეკრულების გაფორმების გზით.
საქორწინო ხელშეკრულება წარმოადგენს მეუღლეებს ან ქორწინების მსურველ პირებს შორის დადებულ შეთანხმებას, რომელიც განსაზღვრავს ქონების ფლობის, სარგებლობის, განკარგვისა და განაწილების წესებს. ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს როგორც ქორწინებამდე, ისე ქორწინების განმავლობაში და ძალაში შედის კანონით დადგენილი წესით ქორწინების რეგისტრაციის შედეგ.
პრაქტიკაში საქორწინო ხელშეკრულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ შემთხვევებში, როდესაც ერთ-ერთ ან ორივე მეუღლეს უკვე გააჩნია მნიშვნელოვანი ქონება, ბიზნესი, წილები კომპანიებში, მემკვიდრეობით მიღებული აქტივები ან სხვა ფინანსური ინტერესები, რომელთა სამართლებრივი სტატუსის წინასწარ განსაზღვრა აუცილებელია.
ხშირად მცდარად მიიჩნევა, რომ საქორწინო ხელშეკრულება უნდობლობის გამოხატულებაა. რეალურად, ეს არის სამართლებრივი სიფრთხილისა და პასუხისმგებლობის ინსტრუმენტი, რომელიც მომავალში შესაძლო გაუგებრობებისა და ხანგრძლივი სასამართლო დავების თავიდან აცილებას ემსახურება.
ხელშეკრულების სწორად შედგენა მოითხოვს როგორც კანონმდებლობის სიღრმისეულ ცოდნას, ისე თითოეული ოჯახის ინდივიდუალური მდგომარეობის შეფასებას. დაუზუსტებელმა ან არასრულყოფილმა დებულებებმა შესაძლოა მომავალში თავად გახდეს დავის საფუძველი.
თუ გეგმავთ ქორწინებას ან გსურთ უკვე არსებული ქონებრივი ურთიერთობების სამართლებრივი მოწესრიგება, პროფესიული იურიდიული კონსულტაცია დაგეხმარებათ თქვენი ინტერესების ეფექტიანად დაცვასა და სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.