* * *

ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.
ადამიანი უდანაშაულად ითვლება ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით.
დაცვის უფლება გარანტირებულია.

Share on Facebook
 

კონსტანტინე გელაშვილი დაიბადა 1976 წლის 23 დეკემბერს თბილისში, 1992 წელს დაამთავრა ნიკოლოზ მუსხელიშვილის სახელობის თბილისის 55-ე საშუალო სკოლა, იმავე წელს ჩაირიცხა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1998 წელს და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.
სწავლის პარალელურად კონსტანტინე გელაშვილმა მუშაობა დაიწყო ახალგაზრდული ორგანიზაცია "ერის მომავლის" იურისტად, 1997-1999 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცხოველეობისა და საკვებწარმოების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის იურისტად. 1998 წლიდან იგი ეწევა საადვოკატო საქმიანობას ადვოკატთა კავშირ "ვექილში", 1999-2002 წ.წ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბაქტერიოლოგიის, მიკრობიოლოგიის და ვირუსოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის იურისტად. 2003 წლიდან არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დამფუძნებელი წევრი, საადვოკატო ბიურო "კონსტანტას" დამფუძნებელი პარტნიორი. 2004 წლის განმავლობაში იყო საქართველოს მწერალთა კავშირის იურისტი. 2004-2005 წ.წ. მუშაობდა შპს "სამართლისა და კანონიერების დაცვა-ში" ადვოკატად. 2006 წელს მუშაობდა "საქაერონავიგაციის" ადვოკატად. 2006 წლიდან არის შპს "G&S ინტერიერის" დამფუძნებელი და დირექტორი.2009 წლიდან კონსტანტინე გელაშვილი ისევ უბრუნდება აქტიურ კერძო საადვოკატო პრაქტიკას. 2011 წელს დაინიშნა სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს იურიდიული სამმართველოს უფროსად.
მუშაობის პარალელურად კონსტანტინე გელაშვილი ეწევა პედაგოგიურ საქმიანობასაც. 1998-2001 წ.წ. კითხულობდა ლექციებს თბილისის ეკონომიკისა და სამართლის სახელმწიფო კოლეჯში, ეკონომიკის სამართლის და ბიზნესის ინსტიტუტში, 2000-2003 წ.წ. იყო თბილისის გალაკტიონ ტაბიძის სახელობის 51-ე საშუალო სკოლის სამართლის მასწავლებელი, 2000 წელს ჩატარებული აქვს საქართველოს საკრებულოთა ასოციაციის სემინარები - საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის საკანონომდებლო ბაზისა და მოსახლეობასთან ურთიერთობის შესახებ სიღნაღის რაიონის საკრებულოებში. 2002 ჩატარებული აქვს ლექციათა ციკლი კავკასიის ბიზნეს სკოლაში ბიზნესის სამართლებრივი და ეთიკური მართვის გარემოს შესახებ. აქტიურად თანამშრომლობს ამერიკის ადვოკატთა ასოციაციასთან და ადვოკატებისთვის ატარებს ტრენინგ-სემინარებს სისხლის სამართლის პროცესში, გამოქვეყნებული აქვს არაერთი სამეცნიერო ნაშრომი და პუბლიკაცია...

© 2010 www.konstantine.ge All Rights Reserved