* * *

ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.
ადამიანი უდანაშაულად ითვლება ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით.
დაცვის უფლება გარანტირებულია.

Share on Facebook
 

შვილებთან ურთიერთობა, ალიმენტი

ალიმენტი ლათინური სიტყვაა და საზრდოს, საკვებს ნიშნავს, რომელსაც ვალდებული პირი კანონით დადგენილი წესით უხდის არასრულწლოვან ან სრულწოლოვან შრომისუუნარო შვილს, მშობელს მეუღლეს და ა.შ.
გადასახდელი ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა მშობლებს შეუძლიათ ურთიერთშეთანხმებით და იგი დამოკიდებულია კეთილსინდისიერების პრინციპზე, თუმცა საქართველოში საკმაოდ იშვიათია ასეთი შეთანხმებები და მშობლები ალიმენტის თაობაზე დავის გადაწყვეტისათვის უფრო ხშირად სასამართლოს მიმართავენ. სასამართლო ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე ბავშვისათვის ნორმალური საარსებო პირობების შექმნის ფარგლებში, ამავდროულად მხედველობაში იღებს მშობლის რეალურ მატერიაურ მდგომარეობას.
რჩენის ვალდებულება ეკისრებათ არამარტო მშობლებს, არამედ შვილებსაც მშობლების სასარგებლოდ. კანონი სრულწლოვან შრომისუნარიან შვილებს მოვალეს ხდის იზრუნონ და არჩინონ შრომიუუნარო მშობლები. თითოეული შვილის მონაწილეობას ასეთი მშობლის რჩენაში სასამართლო განსაზღვრავს ყოველთვიურად გადასახდელი თანხის სახით.
დღეისათვის სასარმართლოს ალიმენტის გადახდევინების მოთხოვნით მიმართავენ მეუღლეებთან განქორწინებული დედები ბავშვისათვის ნორმალური პირობების შექმნის უზრუნველსაყოფად. მოქალაქეთა დიდი ნაწილისათვის ცნობილიც კი არაა, რომ დების, ძმების მიმართ რჩენის მოვალეობა აკისრიათ, თუკი ისინი დახმარებას საჭიროებენ. ასეთივე ვალდებულებები აკისრიათ შვილიშვილებს პაპისა ბებიის მიმართ, თუკი მათ არ შეუძლიათ სარჩო მიიღონ შვილებისაგან. უნდა აღინიშნოს, რომ ურთიერთ რჩენის ვალდებულება აკისრიათ მამინაცვალს და დედინაცვალს გერების მიმართ და პირიქით გერებს მამინაცვლისა და დედინაცვლის მიმართ. იმ პიროვნებას კი, ვინც მუდმივ აღსაზრდელად აიყვანს ობოლ ბავშვს, რჩენის ვალდებულება ეკისრება იმ შემთხვევაშიც კი თუ შემდგომ უარს იტყვის მის აღზრდასა და რჩენაზე.
ალიმენტის გადამხდელის ან მიმღების მატერიალური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში ერთერთი მათგანის სასამართლოსათვის მიმართვის შემდეგ შეიძლება შემცირდეს ან გაიზარდოს ალიმენტის ოდენობა.
ალიმენტის გადახდაზე უარის თქმა, სასამართლოს მიერ დაკისრებული ალიმენტის გადახდისაგან ჯიუტად თავის არიდება ან შემცირება იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, თუმცა ლმობიერი და ლოიალური სასჯელის გამო სასურველ შედეგს ვერ აღწევს. ეს შემთხვევები პრაქტიკაში ხშირია და პირი რომელიც საჭიროებს რჩენას დახმარების გარეშე რჩება.
მშობლები ვალდებული არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათ ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ განვითარებაზე, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად. ასრასრულწლოვანი შვილების უფლებებლისა და ინტერესების დაცვა ეკისრებათ მშობლებს. მშობლის უფლება არ შეიძლება გამოყენებული იქნეს შვილების ინტერესების საზიანოდ. შვილების მიმართ მშობლებს აქწვთ თანაბარი უფლებები იმ სემთხვევაშიც კი, როცა ისინი განქორწინებუკლები არიან.
ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. თუ განქორწინების ან სხვა მიზეზის გამო მშობლები ცხოვრობენ ცალცალკე, მათ შაეუძლიათ ურთიერთშეთანხმებით გადაწყვიტონ თუ ვისთან იცხოვრებს არასრულწლოვანი შვილი. შეუთანხმებლობის შემთხვევაში საკითხს წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. მშობელს, რომელიც არ ცხოვრობს შვილთან ერთად უფლება აქვს ურთიერთობა ჰქონდეს შვილთან და აქტიური მონაწილეობა მიიღოს მის აღზრდაში. მეორე მშობელს, რომელთანაც ცხოვრობს ბავშვი უფლება არა აქვს აუკრძალოს ან ხელი შუშალოს მშობელს ბავშვთან ურთიერთობაში თუ მას სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადით არაა აქვს ჩამორთმეული შვილთან ურთიერთობის უფლება. ამის საფუძველი შეიძლება გახდეს მშობლის უარყოფითი გავლენა შვილის ნორმალურ აღზრდაზე. ეს ღონისძიება დროებით სადამსჯელო ღონისზიებას წარმოადგენს. არსებობს უკიდურესი ღონისძიების სახეც, რაც სასამართლოს მიერ შესაბამისი საფუძვლების არსებობისას პირისათვის მშობლის უფლების ჩამორთმებაში გამოიხატება.
მშობელს ან ერთ ერთ მშობელს შეიძლება ჩამოერთვას მშობლის უფლება თუ გაირკვევა რომ ისინი სისტემატიურად არიდებენ თავ მშობლის მოვალეობის შესრულებას, სასტიკად ეპყრობიან შვილებს, მავნე გავლენას ახდენენ მათზე თავისი ამორალური ყოფაქცევით... ორივე მშობლისათვის მშობლის უფლების ჩამორთმევის შემთხვევაში ბავშვი გადაეცემა მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოს. მშობლები, მიუხედავად მშობლის უფლების ჩამორთმევისა, არ თავისუფლდებიან მშობლის მოვალეობისგან. Mშობლის უფლებაჩამორთმეულ პირს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს თანხმობით შეიძლება ნება დაერთოს მოინახულოს შვილი თუ იგი ამით უარყოფით გავლენას არ მოახდენს.

© 2010 www.konstantine.ge All Rights Reserved