* * *

ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.
ადამიანი უდანაშაულად ითვლება ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით.
დაცვის უფლება გარანტირებულია.

Share on Facebook
 

სამედიცინო საქმიანობა, რისკები, უფლებები, ვალდებულებები...

საქართველოში შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შექმნილია საჯარო სამართლის იურიდიული პირი „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო“ და „პროფესიული განვითარების საბჭო“, რომელთა ფუნქციებია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ფიზიკური და იურიდიული პირების სამედიცინო, საექიმო, სამედიცინო–სოციალური ექსპერტიზის, წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის სახელმწიფო რეგულირება.
სამედიცინო რეგულირების სააგენტო პროფესიული განვითარების საბჭოს მეშვეობით იღებს გადაწყვეტილებებს ექიმებისთვის სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის მინიჭების, შეჩერების ან ჩამორთმევის შესახებ.
არ მსურს მიიჩნიოთ, რომ ცალმხრივი ვარ აზრის გამოთქმისას, მაგრამ ამ ბოლო დროს გახშირდა ექიმების საწინააღმდეგოდ მიღებული გადაწყვეტილებები. ბუნებრივია საქართველოში სამედიცინო მომსახურების ხარისხი კიდევ უფრო მეტად უნდა დაიხვეწოს და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაირღვეს პაციენტის უფლებები, მაგრამ ამჟამად ჩემს წარმოებაში არსებული რამოდენიმე საქმე თვალსაჩინო მაგალითია იმისა, რომ ნამკურნალები, გამოჯანმრთელებული და პოსტოპერაციულ პერიოდში კმაყოფილი პაციენტის უსაფუძვლო ჩივილის გამო ექიმებს უარგუმენტოდ შეუჩერეს სამედიცინო სამქიანობის ლიცენზია.
ეს პუბლიკაცია არ ეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც ექიმების ძალისხმევის მიუხედავად ვერ დადგა დადებითი შედეგი. ამ თემას აუცილებლად შემდგომში შევეხები. საუბარი მინდა იმაზე, რომ სამწუხაროდ მანამდე არცერთ ექიმს არ მოუთხოვია სასამართლოს მეშვეობით დაედასტურებინა თავისი პოზიციის სისწორე. ვერ გეტყვით, რა არის ამის მიზეზი, სასამართლოსადმი უნდობლობა თუ ექიმის რეალური ბრალეულობა, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ასეთ საკითხებზე სასამართლოში მიმართვის მაჩვენებელი თითქმის ნოლის ტოლია. სარჩელი უკვე წარმოებაშია, დაიკითხნენ მოწმეებიც და ველით მთავარი სხდომის გაგრძელებას.
ამ ფაქტმა აშკარა გახადა ის გარემოება, რომ მაკონტროლებელი ორგანო თავადაც ხშირად არღვევს კანონს, რადგან კონკრეტულ შემთხვევაში ექიმებს არც კი აცნობა ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობის შესახებ, არ გაიზიარა ექიმების არგუმენტები, დაარღვია გადაწყვეტილების მიღების ვადები და სხვა სავალდებულო მოთხოვნები. იმედი მაქვს, რომ სასამართლო წარდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას ექიმების სასარგებლოდ.
ამიტომ მინდა ხაზი გავუსვა ექიმების უფლებას, რომ იდავონ თავისი ინტერესების დასაცავად, რადგან დღესდღეობით არსებული რეალობა მათ სასარგებლოდ არ მიუთითებს. შესაძლებელია ჩატარდეს ექსპერტიზები, გამოკვლეული იქნას ყველა გარემოება, მაგრამ იმის გამო რომ საქართველოში არ ყოფილიყო უკმაყოფილო პაციენტების ზრდის სტატისტიკა, გვაქვს უფლებადარღვეული ექიმების რაოდენობის მაღალი მაჩვენებელი.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

© 2010 www.konstantine.ge All Rights Reserved