* * *

ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.
ადამიანი უდანაშაულად ითვლება ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით.
დაცვის უფლება გარანტირებულია.

Share on Facebook
 

საქორწილო კონტრაქტი

საქორწილო კონტრაქტი არის ჩვეულებრივი გარიგება, რომელშიც მხარეებად გვევლინებიან მეუღლეები, რომლებსაც სურთ უფრო კონკრეტულედ განსაზღვრონ თავიანთი ქონებრივი უფლება მოვალეობები. ანუ სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ურთიერთობების გარდა დამატებით ან სხვაგვარად განსაზღვრონ მათვის ხელსაყრელი პირობები, რომელიც შეიძლება ასახავდეს ქორწინების განმავლობაში არსებულ ურთიერთობებსაც და განქორწინების შემთხვევაში დავების და სხვა ცალკეული საკითხების მოგვარების წესს. ასეთი გარიგებების დადება ჩვენს ქვეყანაში ნაკლებად არის გავრცელებული, თუმცა უკვე არსებობს გარკვეული პრაკტიკაც. ყოველ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ კანონი ამგვარი შეთანხმებების გაფორმებას არ კრძალავს, მჯერა, რომ ჩვენი მოსახლეობა ოჯახს უფრო მეტი სიფაქიზით მოეპყრობა და არ დაიყვანენ მას ქონებრივი ინტერესების დონეზე.
სამწუხაროდ მაინც მინდა აღვნიშნო, რომ ჩემს პრაქტიკაში, საკმაოდ ბევრჯერ მიწევდა ერთ-ერთი მეუღლის ინტერესების დაცვა სასამართლოში მეორე მეუღლის წინააღმდეგ, რათა მოგვეპოვებინა უფლება სადავო ქონებაზე და ა.შ. საერთოდ, ასეთი დავები ოჯახური უთანხმოების და განქორწინების შედეგია.
საქორწინო ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს სანოტარო წესის დაცვით, შეიძლება მისი გაფორმება მოხდეს ქორწინების რეგისტრაციამდეც, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ხელშეკრულება ძალაში შევა ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ.
საქორწილო ხელშეკრულება უნდა იყოს შედგენილი გარიგების დადებისათვის გათვალისწინებული წესების სრული დაცვით მისი ბათილობის გამომწვევი მიზეზების თავიდან ასაციებლად და ორივე მხარისათვის მისაღები პირობებით. მაგალითად დაუშვებელია საქორწილო ხელშეკრულებით შეიცვალოს მეუღლეთა ურთიერთღჩენის მოვალეობა, მშობლების უფლება-მოვალეობები შვილების მიმართ, დავის შემთხვევაში სასამარღთლოსათვილს მიმართვის უფლება და ა.შ. ამ პირობების დარღვევით დადებული საქორწილო ხელშეკრულება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი...

© 2010 www.konstantine.ge All Rights Reserved